Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მემკვიდრის სავალდებულო წილის ჩამორთმევა

მემკვიდრის სავალდებულო წილის ჩამორთმევა


სავალდებულო წილის მიღება არაა დამოკიდებული მამკვიდრებლის ნება-სურვილზე, ის კანონით მემკვიდრის უფლებაა და მემკვდირის მხოლოდ მძიმე შეცდომის შემთხვევაში შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ იქნეს.

მამკვიდრებელს სიცოცხლეშივე შეუძლია შთამომავლობისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა ორი გზით: საერთოდ არ მოიხსენიოს მემკვიდრე ანდერძში ან პირდაპირი საანდერძო განკარგულებით ჩამოართვას მემკვიდრეობა.

პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. 

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელმა ანდერძში პირდაპირი მითითებით ჩამოართვა პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების უფლება. მიუხედავად ანდერძის შინაარსისა, ამგვარი მემკვიდრე მაინც მიიღებს სავალდებულო წილს როგორც ანდერძში მოხსენიებული.

სავალდებულო წილის მიღების უფლება ზოგადად წარმოიშობა მაშინ, როდესაც მემკვიდრეს ანდერძით მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოერთმევა მემკვიდრეობის უფლება.

მამკვიდრებელს შეუძლია შეადგინოს ანდერძი და, მიუხედავად სავალდებულო წილის მემკვიდრეობის ჩამორთმევის სასამართლო გადაწყვეტილებისა, სავალდებულო მემკვიდრეს უანდერძოს წილი სამკვიდროდან, რომელიც მის სავალდებულო წილზე ნაკლებია.

თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები