Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ?

რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ?


  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას.
  • პირი,რომელმაც ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ასევე ჩაითვლება უღირს მემკვიდრედ.
  • სასამართლოს ძალით პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შედეგად, იგი კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
  • უღირსი მემკვიდრის სამკვიდრო წილი გადანაწილდება სხვა თანამემკვიდრეებზე კანონით დადგენილი წესით.
  • პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში.
  • უღირს მემკვიდრეებად არ შეიძლება აღიარებულ იქნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საზოგადოებრივად საშიში ქმედება შეურაცხად მდგომარეობაში.
  • უღირს მემკვიდრედ აღიარების წინაპირობაა, როცა მემკვიდრეს მამკვიდრებელი მიჰყავს იმ მდგომარეობამდე, რომ ეს უკანასკნელი სიკვდილამდე ვერ შეძლებს ანდერძის შედგენას ან შეცვლას, ასევე, თუ პირი მამკვიდრებელს ისეთ ფაქტებს უმალავს, რომელთა ცოდნის შემთხვევაში იგი სხვაგვარად გადაწყვეტდა მემკვიდრეობის საკითხს.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები