Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა განსხვავებაა საგარანტიო და ჩვეულებრივ იპოთეკას შორის?

რა განსხვავებაა საგარანტიო და ჩვეულებრივ იპოთეკას შორის?

 

 იპოთეკა  არის უძრავ  ნივთზე  არსებული  სანივთო  უფლება.  გირავნობისგან  განსხვავებით,  იპოთეკა  წარმოიშობა  საჯარო  რეესტრში  რეგისტრაციის  შედეგად- მესაკუთრისა  და  იპოთეკარის  მიერ  სანოტარო  წესით  დამოწმებული  საბუთების  წარდგენით.  საბუთებში  აღინიშნება  ნივთის  მესაკუთრის,  იპოთეკარის  ვინაობა.  ასევე  სავარაუდო  მოვალე  მესამე  პირი,  უზრუნველყოფილი  მოთხოვნის  სიდიდე(ანუ  არა  იპოთეკით  დატვირთული  ნივთის  ფასი,  არამედ  ნაკისრი  ვალდებულების  ღირებულება),  სარგებელი  და  შესრულების  ვადა.

 არსებობს  საგარანტიო  და  ჩვეულებრივი  იპოთეკა.საგარანტიო  იპოთეკა,  როგორც  წესი  მიზნად  ისახავს  მოკლევადიანი  სესხების  უზრუნველყოფას  და  მოვალის  იძულებას,  რომ  მან  დროულად  დააბრუნოს  სესხი.  მიუხედავად  იმისა,  იპოთეკა  სწორად  არის  თუ  არა  რეგისტრირებული,  იპოთეკარს  ყოველთვის  აქვს  უფლება  დაიკმაყოფილოს  თავისი  მოთხოვნა.

 ჩვეულებრივი  იპოთეკის შემთხვევაში კი   იპოთეკარის  უფლებები  საჯარო  რეესტრის  მონაცემებზეა  დამოკიდებული  და  აუცილებელია  სწორად  იყოს  რეგისტრირებული  იპოთეკა,  რომ  მან  დაიკმაყოფილოს  თავისი  მოთხოვნა.

 საგარანტიო  იპოთეკისას  საჯარო  რეესტრში  ზუსტად  უნდა  აღინიშნოს  ,  რომ  მოცემული  იპოთეკა  არის  საგარანტიო.  წინააღმდეგ  შემთხვევაში  იპოთეკა  არ  მიიჩნევა  საგარანტიო  იპოთეკად,  თუმცა  ეს  უკანასკნელი  იშვიათად  გამოიყენება.

 უძრავი  ნივთი  შეიძლება  რამდენჯერმე  დაიტვირთოს  იპოთეკით.  რიგითობას  განსაზღვრავს  იპოთეკით  დატვირთვის  დრო.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები