Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ქორწინების შეწყვეტა

ქორწინების შეწყვეტა


ოჯახური დავები - განქორწინება

📌  სარჩელები ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

📌 ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს: მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ–ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე, შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს, როგორც ცოლს, ისე ქმარს, სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება.

📌  კანონი იცნობს განქორწინების ორ წესს: –განქორწინება სასამართლოს გზით და –განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. 

სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთ ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე ან მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ.

📌 ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტაციის მომენტიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები