Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინების ადვოკატი

განქორწინების ადვოკატი


განქორწინებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გვთავაზობს ორ გზას: -  იმ შემთხვევაში თუ განქორწინება ხდება მხარეთა თანხმობით, ისინი უფლებამოსილნი არიან მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და ადგილზე ხელმოწერით დაამოწმონ განქორწინება. - რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მხარე თანახმა არაა განქორწინებაზე, გვრჩება ერთადერთი გამოსავალი -   განქორწინების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართოთ.

სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვისთვის დაგჭირდებათ ადვოკატი, რომელიც შეადგენს სამართლებრივად გამართულ სარჩელს და წარუძღვება განქორწინების პროცესებს სასამართლოში. 

სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების შესახებ სარეგისტრაციოდ წარედგინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები