Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინება სასამართლო წესით

განქორწინება სასამართლო წესით


ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინება მეუღლეთა შორის შესაძლებელია განხორციელდეს ორი გზით. პირველი როცა მეუღლეები მიმართავენ ერთობლივი განცხადებით სახელმწიფო სერსივების განვითარების სააგენტოს და ახორციელებენ ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციას. ( განქორწინება მინდობილი პირის მეშვეობით შესაძლებელია ) 

მეორე გზა, როდესაც მეუღლეთა შორის არსებობს დავა, განქორწინება ხორციელდება სასამართლო წესით, სასარჩელო წარმოების გზით, კერძოდ, რომელიმე მხარე/მეუღლე მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ქორწინების შეწყვეტას (შესაბამისი სააქტო ჩანაწერის გაუქმებას). 

📌 მეუღლის ორსულობის დროს ან/და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს არ აქვს უფლება  აღძრას სარჩელი განქორწინებაზე სასამართლოში.

📌 სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, დგება განქორწინება.

📌 განქორწინების რეგისტრაციიდან სამი წლის განმავლობაში შესაძლებელია ქონებაზე დავა. სამი წლის შემდგომ  მართალია მეუღლეს რჩება უფლება მოითხოვოს ქონების გაყოფა, თუმცა მეორე მეუღლის მიერ ხანდაზმულობის ვადაზე მითითების შემთხვევაში, სასამართლო აღარაა უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ქონების გაყოფის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.

📌 იმ შემთხვევაში თუ მეუღლეს უკვე გააჩნდა ქონება ან/და ქონება მიიღო მემკვიდრეობით ან/და აჩუქეს მას, აღნიშნული ქონება უკვე აღარ ითვლება თანასაკუთრებად და შესაბამისად, მისი გაყოფა მეუღლეთა შორის განქორიწინების შემთხვევაში ვერ განხორციელდება.

📌 განქორწინების შემდგომ, მეუღლეს გამონაკლის შემთხვევაში უნარჩუნდება უფლება მეუღლისგან მოითხოვოს სარჩო, თუ ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნარო გახდა ქორწინების დროს ან/და განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში. თუმცა მეუღლე აღარ არის მოვალე მეორე მეუღლეს უხადოს სარჩო,  თუ მეუღლე, რომელიც ითხოვს სარჩოს ხელახლა დაქორწინდა ან/და უღირსი საქციელი ჩაიდინა ქორწინების განმავლობაში, ან/და მისი შრომისუუნარობა გამოწვეულა მის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებით ან/და ჩაიდინა განზრახი დანაშაული.

📌 სასარჩელო წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს დადგენილი წესით, მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე, ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვტილებას არ ეთანხმება მხარე შეუძლია გასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, შემდგომში კი საკასაციო სასამართლოში. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები