Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინების რეგისტრაცია


თუკი რომელიმე მეუღლე  უარს ამბობს განქორწინებაზე, ადვოკატი იწყებს სასამართლო დავას  სარჩელის აღძვრის გზით და ვასრულებთ შესაბამის სასამართლო ნაბიჯებს.

თუ მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან კომუნიკაცია ,მინდობილობის საფუძველზე ადვოკატი წარმართავს პროცესს ისე,რომ მხარეებს არ მოუწევთ შეხვედრა და დაძაბული სიტუაციის შექმნა.

განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სასამართლო დავისას წარმოიშობა უფლებებისა და მოვალეობების დაკისრების და განაწილების საკითხი. მაგ.: ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მეუღლეთა ქონების გაყოფა, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა და სხვა.

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როდესაც აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლეების ინტერესების დასაცავად.

განქორწინება ძალაში შედის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე (კანონიერ ძალაში შესვლა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.

თუ მეუღლეები შეთანხმებულები არ არიან განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო  განქორწინებასთან ერთად განსაზღვრავს თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს სარჩოს გადხდა. 

მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მეუღლეთა  თანასაკუთრება, უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფა.

მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. სასამართლო განსაზღვრავს თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. 

პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება.

თუ თანასაკუთრების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები