Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

უარი გაყრაზე შვილის ინტერესების სასარგებლოდ

უარი გაყრაზე შვილის ინტერესების სასარგებლოდ

 

კანონში ცალკე და სპეციალური ადგილი აქვს მიჩენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის ზრუნვას. გამომდინარე აქედან, თუ არასრულწლოვან ან მცირეწლოვან შვილს აქვს, მაგალითად, მოწყვლადი ფსიქიკა ან რაიმე სხვა მენტალური თუ ფიზიკური პრობლემა, დასაშვები უნდა იყოს განქორწინების გადადება, როგორც დედის, ისე მამის ინიციატივის საფუძველზე, 1123 II მუხლის ანალოგიით. ეს შემთხვევა, პირველ რიგში, გულისხმობს ბავშვის ფსიქიკისათვის და ზოგადად ჯანმრთელობისათვის განქორწინების შედეგად „გადაულახავი წინაღობის“ წარმოშობას და არა იმ სირთულეებს, რომლებიც მუდამ თან ახლავს მშობლების განქორწინებას.

გადაულახავი წინაღობა სახეზეა, თუ მშობლების განქორწინება მოცემულ მომენტში მნიშვნელოვნად გააუარესებს შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ან შექმნის მისი მხრიდან სუიციდის საფრთხეს. მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი საკმარისი არ არის. გადაულახავი წინაღობა უნდა ეხებოდეს მეუღლეთა საერთო შვილებს, რომლებიც მცირეწლოვნები ან არასრულწლოვნები არიან. საერთო შვილების ქვეშ იგულისხმება ასევე ნაშვილებიც. მენტალური წინაღობა გერისათვის საკმარისი არ არის. ამის საპირისპიროდ, თუ საფრთხე ემუქრება იმ მეუღლის შვილის ფსიქიკას, რომელიც აპირებს განქორწინებას, ეს საკმარისი მიზეზია ამ განქორწინების გადადებისათვის. განქორწინებაზე უარი უნდა იყოს ერთადერთი საშულება ბავშვის საუკეთესო ინტერესის განხორციელებისა. თუ არსებობს ამ ინტერესის განხორციელების სხვა გზები – დასაშვებია მეუღლეთა გაყრა. ამიტომაც, გაყრა მაშინაც კი დასაშვებია, თუ ამის შედეგად ერთ-ერთ მეუღლეს მოუწევს საკუთარ სამუშაოზე უარის თქმა და მთელი დროის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მოვლისათვის დათმობა, რადგან ეს პრობლემები გადალახვადია შესაბამისი ალიმენტის განსაზღვრის გზით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები