Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

3 იანვრიდან ნახევარი იტალია ყვითელ ზონაში იქნება

3 იანვრიდან ნახევარი იტალია ყვითელ ზონაში იქნება


ახალ წელთან ერთად, იტალიაში ახალი კოვიდრეგულაციები იქნება, რომელთა საშუალებითაც იტალიის ხელისუფლება "ომიკრონით" გამოწვეული მეოთხე ტალღის დაძლევას ეცდება. 


ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან, 3 იანვრიდან ყვითელ ზონაში, კიდევ ოთხი რეგიონი გადავა. ესენია: ლომბარდია, პიემონტე, ლაციო, სიცილია. 


აქამდე ყვითელ ზონაში იყვნენ მხოლოდ შემდეგი რეგიონები: კალაბრია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლიგურია, მარკე, ვენეტო და ბოლცანოსა და ტრენტოს ავტონომიური პროვინციები.


ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონებში, გარდა დაინფიცირების ინდექსის ზრდისა, საავადმყოფოებსა და რეანიმაციებში პაციენტთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.


საუბარია, რომ რამდენიმე რეგიონის პირდაპირ ნარინჯისფერ ზონაში გადაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი მკვეთრი ცვლილებისგან ხელისუფლებამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. 


აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, თეთრ და ყვითელ ფერებს შორის დიდი სხვაობა აღარ არის, რადგან ისეთი კოვიდრეგულაციები, როგორიც ღია სივრცეში ნიღბის ტარება და "მწვანე საშვის" ქონის ვალდებულებაა, თეთრ ზონაზეც ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ყვითელი ზონა რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვით განისაზღვრება.


ავტორი: ნინა მამუკაძე

ფოტო:www.fanpage.it

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები