Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?

აპოსტილი/ლეგალიზაცია | რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?


რა განსხვავებაა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და დოკუმენტის ლეგალიზაციას შორის.

პირველ რიგში განვმარტოთ რას ნიშნავს აპოსტილი/ლეგალიზაცია.  დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას. 

უცხო ქვეყანაში წარსადგენად საქართველოში გაცემული   ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით     დამოწმებას     ან      ლეგალიზაციას.

 

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება მარტივი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით,   დოკუმენტის დამოწმებას ერთი-ერთი  შესაბამისი უწყების მიერ:

  1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიარების სააგენტო; 
  2. სსიპ მომსახურების სააგენტო;

აღნიშნული უწყებების მიერ აპოსტილით დამომწებული დოკუმენტებიი პირდაპირ წარედგინება შესაბამისი ქვეყნის უწყებებს. 

 

 

დოკუმენტის ლეგალიზაცია სამსაფეხურიანი  პროცედურაა.

1) პირველი ეტაპის განმახორციელებელი  უწყება: 

  1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ან
  2. სსიპ მომსახურების სააგენტო.

 

2) მეორე ეტაპში მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. 

3) მესამე ეტაპს  ახორციელებს დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება.

 

 

შენიშვნა:

ლეგალიზებული დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო დაწესებულებამაც განახორციელა ლეგალიზაციის მე–3 ეტაპი.

რომელ ქვეყნებში გამოიყენება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი?

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი გაოიყენება „ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში. - იტალია შედის ამ ქვეყნების ჩამონათვალში. 

 

რომელ ქვეყნებში წარსადგენს დოკუმენტებს არ სჭირდებათ აპოსტილი და ლეგალიზაცია?

1. აზერბაიჯანი;    

2. ბელარუსი;  

3. თურქმენეთი;    

4. მოლდოვა;       

5. რუსეთი;          

6. სომხეთი;     

7. ტაჯიკეთი; 

8. უზბეკეთი;  

9. უკრაინა;    

10. ყაზახეთი; 

11. ყირგიზეთი;  

12. საქართველო

 

იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ  დახმარება ცნობების მოძიებაში, ეს იქნება: ცნობა განქორწინების შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნასამართლეობის შესახებ გაცემული ცნობა საქართველოში და ნასამართლეობის შესახებ ცნობა ასევე იტალიის რესპუბლიკის მიერ გაცემული, დაბადების მოწმობის და სხვა ტიპის ცნობების მოძიება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ან აპოსტილი, შეგიძლიათ დაგვიკავშრდეთ როგორც საქართველოში ასევე იტალიაში ჩვენს ფილიალებში .

გამომდინარე იქედან რომ, აპოსტილი/ლეგალიზაციის ფასები ცვალებადია, ფასები არის დღეის 10 ოქტომბერი 2023 წლის მდგომარეობით.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები