Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან  საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

03.12.2021 - იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, მანლიო დი სტეფანოსთან.  

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ასპექტებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. 

შეხვედრაზე იტალიურმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. „მოვუწოდებთ იტალიის ყველა ინსტიტუციას - ეროვნულს, რეგიონულს და ადგილობრივს, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციებთან და თავი აარიდონ თვითმარქვია წარმომადგენლებთან კონტაქტს, რაც მხოლოდ გაუგებრობას იწვევს. კონფლიქტი საქართველოში კვლავ იწვევს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლს და ტანჯვას და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით“ - განაცხადა მანლიო დი სტეფანომ. 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის და  ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების თემები, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმები; მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები.


მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების, საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის თემებზე. საუბრისას ასევე შეეხნენ თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, ცირკულარული მიგრაციის თემას.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და კმაყოფილებით აღნიშნეს 2021 წელს საქართველოსა და იტალიაში კულტურული ღონისძიებების გამართვის ინტენსიურობა; მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული დინამიკა მომავალ წელს გაიზრდება და აქტიურად განხორციელდება ერთობლივი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა ასევე აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს და მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც აღინიშნება 2022 წელს და იმსჯელეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი აქტივობების განხორციელების გეგმებზე.

წყარო:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები