Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოში "მწვანე პასპორტის" რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოში "მწვანე პასპორტის" რეჟიმი ამოქმედდება

პირველი დეკემბრიდან,საქართველოში "მწვანე პასპორტის"რეჟიმიამოქმედდება.ანუ, თქვენ ვეღარ შეძლებთ შესვლას, მაგალითად, კფეში,თუკი არ ხართ სრულად ვაქცინირებული,ან არ ფლობთ 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტს ან ბოლო 24 საათში ჩატარებულ სწრაფ-ანტიგენ ტესტს, ან არ გაქვთ გადატანილი კოვიდი.ეს არის მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული, ე.წ. ირიბი გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.


თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული "მწვანე პასპორტის" მოთხოვნები უფრო „შემწყნარებელია“ და არ აქვს მნიშვნელობა, კოვიდისგან ორი კვირის წინ გამოჯანმრთელდით თუ ვთქვათ, 2020 წლის 9 ოქტომბერს - თქვენი სტატუსი მაინც „მწვანე“ იქნება, ვერავინ მოგკითხავთ ვერც PCR ტესტის პასუხს და ვერც ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას.


კიდევ ერთი უცნაურობით გამოირჩევა „ქართული წარმოების“ მწვანე სტატუსი და მწვანე ზონა. აი, მაგალითად, რესტორანში, მუზეუმში, თეატრში, ფიტნეს-დარბაზში და ა.შ. მისული სტუმარი ხომ ვალდებულია შესასვლელში წარადგინოს კოვიდ-პასპორტი? სამაგიეროდ, ეს ვალდებულება არ ეკისრებათ ამ ობიექტების თანამშრომლებს. ანუ, თქვენ კი მიუსხდებით მაგიდებს მწვანე სტატუსით, სამაგიეროდ, თქვენი შეკვეთა შესაძლოა მიიღოს არავაქცინირებულმა, არა-კოვიდგადატანილმა და არა-PCR-ტესტჩაბარებულმა მიმტანმა. ან ფიტნეს-დარბაზში მისულს, მაგალითად, ჰანტელები შესაძლოა მოგაწოდოს ასევე არავაქცინირებულმა და ა.შ. ინტსტრუქტორმა.


წყარო:www.radiotavisupleba.ge

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები