Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

იურისტი, ნაკაშიძე და პარტნიორების საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, ნათია ნაკაშიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს უპასუხებს: 

 როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის უფლება და რა ტიპის ბინადრობა არსებობს? 

 საქართველოში ბინადრობის უფლება გაიცემა როგორც დროებითი, ისე მუდმივი ცხოვრების უფლებით. მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის უფლება შეიძლება გაიცეს. 

 გაიცემა ასევე 300.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში. 

 საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების მიზნით შესაძლოა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

 შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება? 

მოქალაქეობის მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა საქართველოში უწყვეტად ცხოვრება, რისი ვადაც არ უნდა იყოს 10 ან 5 წელზე ნაკლები. ვინაიდან საქართველოში სტატუსის შეძენის საკითხი ხასიათდება მრავალფეროვნებით და აქვს არაერთი საფუძველი, თუ კონკრეტულად რომელი საფუძვლით ჯობს მიმართვა, უნდა გადაწყდეს ადვოკატთან კონსულტაციისას. 

ვრცელდება თუ არა შეღავათი საქართველოს მოქალაქოებიოს აღდგენაზე პირებზე ვინც საბჭოთა კავშირის პასპორტით წავიდა რუსეთში დაბადებულები არიან საქართველოში და არ აქვთ ქართული პირადობა აღებული? 

პირს, რომელსაც არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის შეიძლება მოიპოვოს ნატურალიზაციის გზით. დასახელებულის სახეებია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის გზით. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნულ პირს საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან  რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. 

დასახელებულს აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომელმაც შეიძლება მხედველობაში მიიღოს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული, ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით, ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია.

 სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები