Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვის შეეხება ამნისტია?

ვის შეეხება ამნისტია?


იზოლაციის და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხოთ

იურისტი ნათია ნაკაშიძე განმარტავს რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი ადმინისტრაციული სახდელისგან და ვის შეეხება 2021 წლის 07 სექტემბრის ამნიტია

N923-VIმს-Xმპ ამნისტია.

ქალბატონო ნათია  როგორც ვიცით უამრავი დავა მოგიგიათ წლების მანძილზე თქვენ ღიად ამბობდით,რომ ამნისტია აუცილებლად იქნებოდა, რადგან არაკონსტიტუციური იქნებოდა საბოლოოდ ეს ჯარიმები და ამნისტიაც გამოვიდა. გთხოვთ აგვიხსნათ, რას მოიცავს ეს ამნისტია და ვისზე ვრცელდება?

მადლობა, რომ ამ საკითხზე მეკითხებით, ვინაიდან წლების მანძილზე მართლა ბევრი დავა მქონდა, ყველა წარმატებით დავასრულე. ჩემი კომპანიის იურისტები, იგივე გზას აგრძელებენ და კლიენტებიც კმაყოფილი არიან.რაც შეეხება თქვენს კითხვას, გიპასუხებთ, რომ ,პირებმა, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას დაარღვიეს:

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმი, მათ შორის, 

  1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონითგათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესები საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დარღვევა;
  2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არ ტარება;
  3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება;
  4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, ტაქსით (M1კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა.

კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესები ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და  შეეფარდათ სანქცია.ხოლო  ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან − ჯარიმისგან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 ან 4211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ეს პირები ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლდ.


ანუ ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან ის პირები რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა ?

დიახ, სწორად გაიგეთ „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.


რომელ თარიღამდე  გავრცელდება ჯარიმისგან გათავისუფლება?

ამნისტია გავრცელდება ზემოთ ნახსენებ  დარღვევებზე, რომლებიც პირებმა ჩაიდინეს 2020  წლის 23 მაისამდე ან/და 2021 წლის 23 ივნისამდე ცალკეულ შემთხვევებზე.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები