Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი დამტკიცდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი დამტკიცდა


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც პრიორიტეტული საკითხი იყო.

მისი თქმით, დამტკიცდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში.

„ამასთან, აღნიშნულ წესში ცვლილებების განხორციელება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც, მათ შორის, მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ გაფორმებულ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ევროდირექტივებთან აპროქსიმაციის ნაწილს. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობდა ფინანსური სექტორის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული ბანკი 2022 წელსაც განაგრძობდა მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე მუშაობას“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები