Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გამარტივებული საბაჟო პროცედურები ბიზნესისთვის

გამარტივებული საბაჟო პროცედურები ბიზნესისთვის


ბიზნესოპერატორებისთვის, რომელთაც საბაჟო პროცედურების გავლა ხშირად უწევთ და სხვადასხვა ბიოკრატიული ბარიერები პროცესს აფერხებს, შემოსავლების სამსახურს სიახლეები აქვს. ყველა ის კომპანია, რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს მოიპოვებს, უწყების პარტნიორი ხდება და ნაკლები ტექნიკური თუ ფიზიკური შემოწმების გავლა მოუწევს.

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, იმისთვის, რომ კომპანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი გახდეს, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო გარკვეული ვალდებულება საბაჟო კანონმდებლობა და პროცედურები მოიყვანოს შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და პროცედურებთან. აღნიშნული ასევე მოიცავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შემოღებას.

სტატუსის მისაღებად კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები. ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მიუხედავად მისი ბრუნვისა და მოცულობისა მიიღოს ეს სტატუსი. კრიტერიუმებიდან მთავარი არის ის, რომ კომპანია იყოს ფინანსურად მდგრადი, გადახდისუნარიანი. ასევე მას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დარღვევები საბაჟო და საგადასახადო მიმართულებით.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ამ დროისთვის სამმა კომპანიამ მოიპოვა: „ჰავი ლოჯისტიკსი“, „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და „შარმ ტრეიდინგი“.

მოლოდინი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება ტვირთის განბაჟება, გამარტივებულად. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია, რადგან დიდი მოცულობის ტვირთი გადაგვაქვს”, - ამბობს "შარმ ტრეიდინგის" ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი თეა წიქარიშვილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშაობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სტატუსის აღიარებაზეც მიმდინადრეობს, რომლის შემთხვევაშიც ავტორიზებული სტატუსის მქონე კომპანიები შესაბამისი შეღავათებით არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ისარგებლებენ. ამჟამად მოლაპარაკებები მსგავსს შეთანხმებაზე თურქეთთან და ჩინეთთანაც მიდის.

წყარო: bm.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები