Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

2024 წლიდან მგზავრობაზე წინასწარი დასტურის მიღება დაგჭირდებათ ETIAS-დან

2024 წლიდან  მგზავრობაზე წინასწარი დასტურის მიღება დაგჭირდებათ ETIAS-დან


ETIAS-ის მგზავრობის წინასწარი დასტური (ავტორიზაცია) არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან  ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში.

თუ მოდიხართ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS-ის ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

ETIAS-ი არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ  ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად.

ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ:

პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება 

ელექტრონული ფოსტის მისამართი

ონლაინ ფორმის შევსება 

გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით

ETIAS-ი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში.

თქვენი ETIAS-ის ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რომელიც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ.

ETIAS-ი არ არის ვიზა: ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება.

ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები