Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი – პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე – აღინიშნება.
შეგახსენებთ,რომ უქმე დღე არის  საქართველოს ორგანული კანონით- საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის 1 პუნქტის ,,კ" ნაწილის მიხედვით 26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რა დროსაც  დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

ასევე  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას !

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები