Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დღგ-ის ციფრული მომსახურების პორტალი

დღგ-ის ციფრული მომსახურების პორტალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ თქვენ არ ხართ დაფუძნებული, ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობთ საქართველოში ან/და არ გაგაჩნიათ საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება და საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებთ ციფრული მომსახურების მიწოდებას, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება საქართველოს ბიუჯეტში, წარმოგეშვებათ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1652 მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 471 მუხლის მიხედვით თქვენ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არადასაბეგრ ფიზიკურ პირზე გაწეული ციფრული მომსახურებით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დღგ-ის 18%-ით დაბეგვრას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.


დღგ-ის ანგარიშგებისა და გადახდის მიზნით, უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ პორტალზე “VAT Portal on Digital Services ”.


საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცედურასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეთ შემდეგი:


დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან მიწოდებულ ციფრულ მომსახურებებზე და საანგარიშო პერიოდია კვარტალი;


შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დეკლარაცია უნდა წარედგინოს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) მომდევნო თვის 20 რიცხვისა;


გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) მომდენო თვის ბოლო დღისა;


ციფრული მომსახურების გაწევაში იგულისხმება, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება, ელექტრონულად გაწეული მომსახურება, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება.


გადასახადის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, ლარში, დოლარში ან ევროში, რომლის არჩევაც ხდება დღგ-ის პორტალზე რეგისტრაციის დრო.


დღგ-ის განაკვეთი 18%.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი საანგარიშო პერიოდია IV კვარტალი (1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2022 წლის 20 იანვარი, ხოლო  დღგ-ის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს  2022 წლის 31 იანვრისა (საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი).

წყარო:შემოსავლების სამსახური

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები