Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომპანიები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომპანიები


რას გულისხმობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა? 

შესაბამი კანონის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიის ზონის კომპანიები იქმნება წარმოებისთვის, დამუშავებისთვის, მომსახურების გაწევისთვის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის ტერიტორიაზე. ინდუსტრიული ზონები საუკეთესო პლათფორმებია საქონლის წარმოებისთვის, გადამუშავებისთვის. ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებისთანავე თქვენ ყველა საგადასახადო შეღავათს დაექვემდებარებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად.

თავისუფალი ინდუსტრიის ზონის კომპანიები თავისუფლდებიან დღგ-ს,მოგების,დივიდენდის,ქონების,იმპორტის,უკუდაბეგვრის გადასახადებისგან.პირადი სარგებლობისთვის ელექტროენერგიის, წყლის, გაზის იმპორტი ექვემდებარება 0%-იან გადასახადს.

იმ შემთხვევაში, თუ საქონელი უფასოდ მიეწოდება ან მიიღება ქართული კოპანიისგან გადასახადი მაინც უნდა იქნეს გადახდილი საქონლის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.საქართველოდან თიზ-ში და პირიქით საქონლის იმპორტზე დადგენილია 4%-იანი გადასახადი.

ამ ზონის კომპანია არ იხდის საშემოსავლო გადასახადს თანამშრომლებისთვის, მაგრამ მათ თავად უნდა განახორციელონ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება-გადახდა. 

საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის აცილებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები ბევრ ქვეყანასთან, ამიტომაც ზოგმა კომპანიამ შეიძლება ისარგებლოს ორჯერ მეტად თიზ-ის საგადასახადო რეჟიმით. 

თიზ-ის კომპანიებს ჩვეულებრივ მოეთხოვებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ლიცენზიის / ნებართვის მოპოვება, ასეთის განხორციელებისას.თიზ-ში რეგისტრაციის დროს არ არსებობს შესაძლებლობა გახსნათ და შეინარჩუნოთ ქართული საბანკო ანგარიში. თუმცა, გახსნის და შენარჩუნების შანსი არის, თუკი საკმარის მტკიცებულებას მიაწვდით ბანკს, რომ თქვენ მართლაც საქმიანობთ თიზ-ში. უცხოური საბანკო ანგარიშის გახსნის შემთვევაში თქვენ ვალდებული ხართ ამის შესახებ აცნობოთ შემოსავლების სამსახურს 5 დღის ვადაში.

თიზ-ის კომპანიებმა არ უნდა იყიდონ და გაყიდონ პროდუქცია თიზ-ის ტერიტორიაზე მათი დამუშავების გარეშე. საქონელი დამუშავებულად რომ ჩავთვალოთ უნდა შეიცვალოს მისი HS კოდები,სულ მცირე ბოლო ოთხი ციფრი.უმჯობესია დაცული იქნეს შესაბამისი ინსტრუქციები იმ ქვეყნის შესაბამისად თუ სად ხდება ექსპორტი.

თავისუფალი ინდუსტრიის ზონის-ის კომპანია ვერ გაუწევს მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ პირს. ნებისმიერი მომსახურების გაწევა საზღვარგარეთ იქნება სტანდარტული დაბეგვრის ობიექტი.საგადასახადო კოდექსის თანახმად აკრძალულია თიზ-ის კომპანიების მიერ მომსახურების შესყიდვა საქართველოს რეზედენტებისგან.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წლიური ლიცენზიის საფასური არის 2,000 აშშ დოლარიდან 5,000 აშშ დოლარამდე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები