Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როდის გამოაქვს სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

როდის გამოაქვს სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?


რა შემთხვევაში გამოაქვს სასამართლოს სამოქალაქო საქმეზე  ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როცა აღიძრა შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

რა შემთხვევაში გამოაქვს სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება?

წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება, სასამართლოს გამოაქვს, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, ოდენობა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს აპელაციის წესით და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.

სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში მისი შესვლის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები