Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შრომითი ბინადრობის ნებართვა

შრომითი ბინადრობის ნებართვა


შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. შრომით საქმიანობად კი ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომლიდანაც პირი იღებს ანაზღაურებას. ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520-ე დადგენილება "საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ".

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 6 წლის ვადით.

შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად იუსტიციის სახლში წარდგენილ უნდა იქნეს :

დადგენილი ფორმის განცხადება;

ფოტოსურათი, ზომით 3/4 ;

საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები;

საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი;

სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი უცხოელის დამსაქმებელი საწარმოს ან მის მიერ დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, თუ უცხოელის დამსაქმებელი ან მის მიერ დაფუძნებული საწარმო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებაა, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები