Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ დგინდება მამობა

როგორ დგინდება მამობა


მამობის დადგენა არსებითია შემდგომში ბავშვის მშობლების მიმართ უფლება-მოვალეობების განსაზღვრის კუთხით,რადგანაც თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება და მამის მონაცემები მიეთითება, არასრულწლოვანს ბიოლოგიური მამის მიმართ წარმოეშვება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.

ნებისმიერ  ბავშვს უფლება აქვს, ფლობდეს ინფორმაციას მისი მშობლების შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია, რაც არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს  აზიანებს.

ასეთ დროს მიმართავენ სავარაუდო ბიოლოგიური მამის მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანას. სარჩელს თან უნდა ერთვოდეს იმ სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს პირის ბიოლოგიური მამობის ფაქტს.

მსგავსი სახის დავებში არსებითი სახის მტკიცებულებაა ე.წ. დნმ-ის ანალიზი, რომლითაც კონკრეტული პირის მამობის ფაქტის დადგენაა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში მამობის დადგენას მხარეები ცდილობენ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა, ამ კატეგორიის დავებში უმთავრესი მტკიცებულების სახეს მაინც ე.წ. დნმ-ის ანალიზი წარმოადნეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ დაეთანხმება მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნას და უარს განაცხადებს ანალიზის ჩატარებაზე, სასამართლო მოსარჩელის (დედის) შუამდგომლობის საფუძველზე ნიშნავს ექსპერტიზას მამობის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის ხარჯებს აკისრებს მოპასუხე მხარეს.

თავის მხრივ, მამობის დადგენის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დაბადების სააქტო ჩანაწერში ასახული ცვლილება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არასრულწლოვნის მშობელმა, ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, მიმართოს სასამართლოს და ბიოლოგიური მამისთვის მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება.

სანამ მამობა ოფიციალურად არ დადგინდება, არასრულწლოვანი მამისგან მემკვიდრეობის მიღების უფლებით ვერ სარგებლობს. 

ალიმენტის დანიშვნის ეტაპზე თანხის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობას, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებს, მხარეთა ოჯახური მდგომარეობას და ა.შ. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები