Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ბავშვის მამობის დადგენა სასამართლოს გზით

ბავშვის მამობის დადგენა სასამართლოს გზით


მა­მო­ბის დად­გე­ნა ხდე­ბა სა­სა­მარ­თლოში სარჩელის შეტანის გზით. თუ სხვა გაბრალებთ შვილის მამობას,კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იმ გა­რე­მო­ე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ბავ­შვის მამა ნამ­დვი­ლად თქვენ ხართ, ეკის­რე­ბა მო­სარ­ჩე­ლეს (ქალს) და მასვე დაეკისრება დნმ-ს ექ­სპერ­ტი­ზის ხარ­ჯის გა­ღე­ბაც. მაგ­რამ თუკი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გე­ნს, რომ თქვენ ნამ­დვი­ლად ბავ­შვის მამა ხართ და პრო­ცესს წა­ა­გებთ, ხარ­ჯის გა­დახ­და თქვენ და­გე­კის­რე­ბათ. ამი­ტომ, თუ ფიქ­რობთ, რომ ბავ­შვის მამა ნამ­დვი­ლად თქვენ ხართ, ჯო­ბია ეს არ დამალოთ.

ექსპერტიზის  თან­ხის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბა მო­სარ­ჩე­ლეს (ანუ პირს ვინც სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის გზით ითხოვს მა­მო­ბის დად­გე­ნას). იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­სარ­ჩე­ლე საქ­მეს მო­ი­გებს და მა­მო­ბა დად­გინ­დე­ბა, თან­ხას წა­გე­ბუ­ლი მხა­რე გა­და­იხ­დის, რო­მე­ლიც მო­სარ­ჩე­ლეს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ვთქვათ, ქალს სურს, რომ მა­მა­კა­ცის­გან შვი­ლის აღი­ა­რე­ბას მი­აღ­წი­ოს.თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დგინ­დე­ბა მა­მო­ბა და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი მშობ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამას ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 1190-ე მუხ­ლი,რომლითაც:

1. შვი­ლის წარ­მო­შო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი მშობ­ლე­ბი­სა­გან დგინ­დე­ბა სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურ­ში მშობ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნით.

1.1. შვი­ლის წარ­მო­შო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი მშობ­ლე­ბი­სა­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე დად­გინ­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მშობ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნით.

2. მშო­ბელ­თა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­მო­ბა შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს სა­სა­მარ­თლო წე­სით ერთ-ერთი მშობ­ლის, ბავ­შვის მე­ურ­ვის (მზრუნ­ვე­ლის) ან იმ პი­რის გან­ცხა­დე­ბით, რომ­ლის კმა­ყო­ფა­ზე­დაც იმ­ყო­ფე­ბა ბავ­შვი, აგ­რეთ­ვე თვით ბავ­შვის გან­ცხა­დე­ბით მის მიერ სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ.

3. მა­მო­ბის დად­გე­ნი­სას სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღებს ბავ­შვის დე­დი­სა და მო­პა­სუ­ხის ერ­თად ცხოვ­რე­ბა­სა და სა­ერ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბას ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე, ან ბავ­შვის ერ­თად აღ­ზრდას ან რჩე­ნას, ანდა და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ბუთს, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით ადას­ტუ­რებს მო­პა­სუ­ხის მიერ მა­მო­ბის აღი­ა­რე­ბას.

4. ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით მა­მო­ბის დად­გე­ნი­სას მშობ­ლე­ბი­სა და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ ბავ­შვებს აქვთ ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­გორც და­ქორ­წი­ნე­ბულ პირ­თა­გან და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები