Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იხდის თუ არა ალიმენტს მშობლის უფლება ჩამორთმეული პირი?

იხდის თუ არა ალიმენტს მშობლის უფლება ჩამორთმეული პირი?


საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის რაოდენობას მშობლები ადგენენ ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეთანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. ამ თემაზე შეკითხვებზე გვიპასუხებს ჩვენი იურისტი ნათია ნაკაშიძე.


-როგორ უნდა მოიქცეს პირი თუ დაკისრებული ალიმენტის თანხის გადახდა არ შეუძლია?

-ამ შემთხვევაში დავას სასამართლო წყვეტს: ორივე მშობლის შემოსავალი დგინდება და ამის მიხედვით ინიშნება ალიმენტიც. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება. ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მესამედი, ან მეოთხედი უნდა იყოს. ეს საშუალო მაჩვენებელია. 

-იხდის თუ არა ალიმენტს მშობლის უფლება ჩამორთმეული პირი?

- თუ მშობელს დედობის (მამობის) უფლება აქვს ჩამორთმეული, ის თავისუფალია ალიმენტის გადახდისგანაც და მიღებისგანაც: როდესაც ასაკში შევა, კანონი მის შვილს აღარ აკისრებს, რომ მშობელი არჩინოს, მოუაროს და ალიმენტი გადაუხადოს, თუმცა ასეთი მამის (ან დედის) შვილი მშობლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის მიღების უფლებას ინარჩუნებს.

-საინტერესოა,თუ არსებობს გამონაკლისი შეთხვევები ალიმენტის დაკისრებისას?

-არსებობს. მაგალითად , შეიძლება მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ალიმენტის გადახდა მაინც დაეკისროს პირს, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. უფრო ხშირად მშობლები ერთად არ ცხოვრობენ და ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს.

-რა ხდება მაშინ,როცა შვილი შრომისუუნაროა?

-თუ შვილი შრომისუუნაროა, მაშინ მშობელს 18 წლის ასაკის შემდეგაც ევალება მისთვის ალიმენტის გადახდა. გარდა ამისა, მშობელი ვალდებულია მის აღზრდაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა. თუ მშობელი ნებაყოფლობით არ იღებს შრომისუუნარო შვილის აღზრდაში მონაწილეობას, შეიძლება ასეთი ხარჯები სასამართლომ დააკისროს. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეიძლება მისმა აღმზრდელმა დედამ (ან მამამ) ალიმენტის რაოდენობის გაზრდა მოითხოვოს, ან დამატებითი ხარჯების დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები