Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?

ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?


ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ოდენობის განსაზღვრისას ის მხედველობაში იღებს რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. თუ მშობელი უმუშევარია, სასამართლო მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ - მინიმალური ოდენობით. 

ზოგჯერ, ალიმენტის საფასურის შესამცირებლად ან  გასაზრდელად, მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო ან მეორე მხრივ - შემცირების გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს. ანუ ამ დროს სასარჩელო მოთხოვნა არის ალიმენტის თანხის შემცირება ან გაზრდა. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებშიც.

ზოგადად, ალიმენტი მიმართულია ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისაკენ, თუმცა ცხოვრებაში იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს, რომელსაც არ ჰყოფნის ალიმენტის თანხის ის ოდენობა, შესაბამისად, ალიმენტის გადამხდელ მშობელს ვალდებულება აქვს, დამატებითი ხარჯების შევსებაშიც მიიღოს მონაწილეობა. კანონით, არასრულწლოვან შვილებზე ვრცელდება მშობლების საალიმენტო ვალდებულება, ხოლო სრულწლოვან შვილთან მიმართებაში, სიტუაცია განსხვავებულია და მშობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ვალდებულება, თუ შვილი დახმარებას აუცილებლად საჭიროებს. 

ბავშვის მშობლები შესაძლოა განქორწინებულები არ იყვნენ, მაგრამ ოჯახში იყოს პრობლემა. მაგალითად,ზოგჯერ  მამა პასუხისმგებლობას გაურბის და ფულს ოჯახს არ ახმარს. ასეთი საქციელით ბავშვი სარჩოს გარეშე რჩება. ასეთ დროსაც ცოლს შეუძლია, სასამართლოს გზით მოითხოვოს და ქმარს, შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა დააკისროს. ასევე, მეუღლეები მოვალენი არიან, არჩინონ ერთმანეთი, რაც გამოიხატება მატერიალურ დახმარებაში. კერძოდ, მეუღლე ვალდებულია, არჩინოს მეორე, თუ ეს უკანასკნელი არის შრომისუუნარო და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას; ასევე, ქმარი მოვალეა არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მას აღნიშნულის განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები