Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

წარმატებით დასრულებული საქმე, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა

წარმატებით დასრულებული საქმე, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა


საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე იცავდა ნ.ჩ-ს ინტერესებს, რომელსაც სურდა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ვინაიდან მხარეები წლების განმავლობაში ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა მხარეთა შორის განქორწინება სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ მოხდა, რადგან უარი განაცხადა მოპასუხემ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად განქორწინება მოხდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომების.

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძის დახმარებით 2022 წლის 21 ოქტომბრის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები