Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ


კონსტიტუციაში გაწერილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების (პარლამენტის წევრების, მინისტრების, მერების და სხვა) მეშვეობით.   – რეალურად კი საქართველოში  პირიქით არის, ხელისუფლებები მოდიან და  ძალაუფლებას იძენენ ხალხის მეშვეობით (ხმების ტყუილი დაპირებებით  მიღება) და    თანამდებობებს იყენებენ   პირადი ინეტერესების დასაკმაყოფილებლად, ანუ ხალხი ემსახურება მათ.

კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და  დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე  შეუძლია მოითხოვოს ადვოკატი, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.   – საქართველოში დაკავების დროს ტელეფონს ართმევენ, ხელს მოაწერინებენ პირს ყველა დოკუმენტზე, რაზეც უნდათ, როგორც უნდათ შეკერავენ საქმეს და  შემდეგ აძლევენ პირს ადვოკატთან დაკავშირების უფლებას.

პოლიციის თანამშრომელს ასევე უფლება არა აქვთ უბრალოდ გაგაჩეროთ და გადაგიყვანოთ განყოფილებაში, მითუმეტეს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა ინფორმაციის მიღების თუ სხვა მიზნით.

შრომითი უფლებები დაცულია კანონით. სამუშაო დროის ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. 16 დან 18 წლამდე არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგძლივობა არ უნდა ღემატებოდეს კვირაში 36 საათს. ხოლო 14-დან 16-წლამდე არასრულწლოვნისთვის კვირაში 24 საათს. ზეგაგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დორის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, ხოლო 16 დან 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის კვირაში 36 საათს, ხოლო 14-დან 16-წლამდე არასრულწლოვნისთვისკვირაში 24 საათს. ზეგაგანაკვეთური სამუშაო დამატებით უნდა ანაზღაურდეს. –  საქართველოში დასამებულთა დიდი ნაწილი ზეგაგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების გარეშე

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კანონით, აგრეთვე დაცულია ადამიანის პატივი და ღირსება —   საქართველოში კი ისეა გაგებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ ვისაც რა უნდა და ვის მიამართაც უნდა ის თქვას (სიბინძურე, ტყუილი, ჭორი და სხხა), თუნდაც ამან მნიშვნელოვნად შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება.

ადამიანის პირადი სივრცე, კომუნიკაცია და ხელშეუხებლობა დაცულია კანონით. არავის არა აქვს უფლება ჩაატაროს პირადი ჩხრეკა,  სასამართლოს ნებართვის გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და რაც (გადაუდებელი აუცილებლობა) აგრეთვე კანონიერად უნდა სცნოს სასამართლომ.

მსგავსი წესი მოქმედებს  საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში ჩხრეკის ჩატარების დროს. თუ უძრავი ქონების მფლობელი, ავტომანქანის  და სხვა ქონების  მფლობელი არ არის თანახმა ჩატარდეს ჩხრეკა, მაშინ,  აუცილებელია სასამართლოს ნებართვა ან გადაუდებელი  აუცილებლობის დასაბუთება და ჩხრეკის კანონიერად აღიარება სასამართლოს მიერ. სხვა შემთხვევაში არც პოლიციის თანამშრომელს და არც არავის არა აქვს უფლება უბრალოდაც კი შემოვიდეს თქვენს მფლობელობაში თქვენი თანხმობის გარეშე.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები