Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შრომითი აუდიტი

შრომითი აუდიტი


საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს კომპანიებს სთავაზობს შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სრულ და მრავალმხრივ მომსახურებას, ისევე როგორც ცალკეულ შრომით საკითხებში სამართლებრივ მხარდაჭერას. შრომითი დავები რჩება დამსაქმებელთათვის მაღალი რისკის დავად არსებული სასამართლო პრაქტიკის გამო. მომსახურება მოიცავს:

  • შრომის აუდიტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის შრომითი ურთიერთობების მრავალ-ვექტორულ კვლევას, რის საფუძველზეც შევისწავლით კომპანიის შრომით ურთიერთობებში არსებულ რისკებს და საფრთხეებს, გავცემთ რეკომენდაციებს, შრომითი რისკების პრევენციისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრისთვის;
  • შრომის ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • თანამშრომლებთან სავალდებულო კონსულტაციისა და ინფორმირების პროცედურის შექმნა და დანერგვა;
  • შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სავალდებულო რეგულაციების და პროცედურის დანერგვა;
  • პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობა, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება;
  • შიდა შრომითი მედიაცია, შრომითი დავების პრევენცია, ინდუსტრიული ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • შრომით დავებში სასამართლო წარმომადგენლობა;
  • შრომის ინსპექციის სანქციების გასაჩივრება;


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები