Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მედიაცია და არბიტრაჟი

მედიაცია და არბიტრაჟი


თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში კერძო პირებს შორის დავის დროულად და ეკონომიურად გადაწყვეტამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, ზოგიერთი სამართლებრივი კონფლიქტის სასამართლოს გზით გადაწყვეტა მოკლებულია აზრს და მოდავე მხარეთა ინტერესებს.

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს გთავაზობთ ისეთ დროულ და ხარჯეფექტურ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს, როგორებიცაა: მედიაცია და არბიტრაჟი.

არბიტრაჟი არის კერძო, ნებაყოფლობითი და კონფიდენციალური პროცესი, სადაც დავა მხარეთა შეთანხმებით გადაეცემა ერთი ან მეტი არბიტრისგან შემდგარ ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილებაც მხარეთათვის საბოლოო და სავალდებულოა. სასამართლოსთან შედარებით არბიტრაჟი არის სწრაფი და ეკონომიური პროცესი, რომელიც მხარეებს მისი კონტროლისა და მოქნილობის მაღალ ხარისხს სთავაზობს. ასევე, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეარჩიონ დავის გადამწყვეტი მათთვის მისაღები, ნეიტრალური და სანდო არბიტრი.

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს გთავაზობთ არბიტრაჟში წარმომადგენლობას.

მედიაცია დავის მოგვარების მოქნილი და ნებაყოფლობითი საშუალებაა, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე, მედიატორი, მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება. სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოებისაგან განსხვავებით მედიაცია გაცილებით სწრაფი, ხელმისაწვდომი, მხარეთა ინტერესებზე  მორგებული და სრულად კონფიდენციალური პროცესია.

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს გთავაზობთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მედიატორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენთვის კონფიდენციალურ და თანამშრომლობისათვის განწყობილი ატმოსფეროს შექმნას.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები