Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?


ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს)

მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლებრივ  პასუხისმგებლობას. 

როგორ მოქმედებს აღსრულების ეროვნული ბიური ალიმენტის დავასთან დაკავშირებული საქმის შესვლის შემთხვევაში?

ალიმენტი დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, აღმასრულებელი, რომელსაც აღსასრულებლად დაევალება კონკრეტული საქმე ალიმენტის თემასთან დაკავშირებით, მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ. თუ მოვალე დაუყოვნელივ არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, აღმასრულებელი მიმართავს შემდეგ იძულებით სააღსრულებო მოქმედებებს:

1.      მოვალის „მოვალეთა რეესტრში" რეგისტრაცია, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ  უფლებრივ შეზღუდვებს; 

2.      მოვალის ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება, შეფასება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარება;

 3.      მოვალისგან ამოღებული თანხები ირიცხება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, საიდანაც დაიფარება აღსრულების საფასური და ალიმენტის თანხა გადაერიცხება კრედიტორს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები