Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ არ დავრჩეთ მოტყუებული მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას

როგორ არ დავრჩეთ მოტყუებული მშენებარე კორპუსში ბინის შეძენისას

მშენებარე კორპუსში უძრავი ქონების შეძენისას, მყიდველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები, რადგან არ დარჩეს მოტყუებული:

  • შეამოწმოს ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ, რომელსაც ყიდულობს;
  • გადაამოწმოს ფართის საკადასტრო კოდი, რომელზეც ხელშეკრულებას აფორმებს; თუ განშლა ჯერ არ არის გაკეთებული, ნაკვეთის საკადასტრო კოდი;

ამით დარწმუნდებით, რომ ბინა რეალურად იმ სუბიექტს ეკუთვნის, რომელიც თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შემოდის.

ასევე არსებითია უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა. შესაძლებელია დეველოპერი მშენებლობისთვის საჭირო სახსრების მოძიებას საბანკო/ საფინანსო დაწესებულებიდან ახდენდეს, რომლის უზრუნველსაყოფადაც  თქვენს მიერ შესაძენი ფართი ჰქონდეს დატვირთული. 

თუ თქვენ შეიძენთ ფართს, რომელიც იპოთეკით/ საგადასახადო გირავნობით ან სხვა ფინანსური თუ არაფინანსური შინაარსის ვალდებულებით არის დატვირთული, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქონება ითვლება უფლებრივი ნაკლის მქონედ და შესაბამისად, მისი საბაზრო ღირებულება ამ მოცემულობის გათვალისწინებით- შემცირებულია.


ჩვენ შეგვიძლია შენი თითოეული ტრანზაქციის რისკი მინიმუმამდე შევამცირით.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები