Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, პროექტი კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში.

როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა.

„პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს. 

სწავლების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან. ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის.

კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები