Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სესხის ხანდაზმულობის გასვლით მოვალის გათავისუფლება ვალდებულებისგან

სესხის ხანდაზმულობის გასვლით მოვალის გათავისუფლება ვალდებულებისგან

ხანდაზმული სესხის გაცოცხლების შემთხვევები პრაქტიკაში ხშირია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავი აწესრიგებს ხანდაზმულობის საკითხს

 

რა არის სესხის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს  ვადის გასვლა?  

რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა? რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა? რა შეზღუდვები აქვს  კრედიტორს - ამ საკითხებზესაადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორების იურისტი ნათია ნაკაშიძე  უპასუხებს. 

 

    სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: 

ა) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 

ბ) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. 

  ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 

 

 არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება არასრულწლოვნის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვანების პერიოდში სასამართლოსთვის მიმართვამდე.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს,რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

„ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საერთო ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის 10 წელს შეადგენს. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით — არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას. მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვისა და კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება,“-აღნიშნავენ ბიუროში.

მათივე ცნობით, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე სამოქალაქო კოდექის შესაბამისად 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაა დადგენილი, რომელიც ზოგადია და ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გამოიყენება, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული.

 

„ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ექვსი წლით განისაზღვრება და იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის გამოიყენება.

 

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველ თვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

 

ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესი ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც იმპერატიული ნორმა, რაც შესაბამის მხარეებს არ აძლევს უფლებას, შეთანხმების გზით ან რაიმე სხვა ფორმით ხანდაზმულობის ვადები ან მათი გამოთვლის წესი შეცვალონ (გაზარდონ, შეამცირონ).

ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავად მოთხოვნას არ აუქმებს, ის უბრალოდ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, რომ უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე,“

 

ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა  მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები