Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, 1000-მდე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს

სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს,  1000-მდე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს


2024 წლიდან, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის მიზანი, ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.


პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.


პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არც ერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს, სახელმწიფოსგან, უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია, საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.


პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები