Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია


საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო. 

კომისია კოლეგიური წესით (ხმების უმრავლესობის პრინციპით) განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულების შესაძლო დარღვევას. 

მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას  თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას. 

კომისია დავას განიხილავს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, დავის განხილვის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისიაში დავა განიხილება უსასყიდლოდ. ამასთან, გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, საქმის გარემოებების და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაასრულოს. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. ხშირად დასმული. 


საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები