Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება.

პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით 2025 წლის 1 იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის, იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

რეგლამენტის ცვლილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტებით, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტები იწყება 8-ით და მთავრდება 10-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით.

შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად.

საქართველოს პარლამენტი

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები