Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იპოთეკის ფარგლების დადგენა

იპოთეკის ფარგლების დადგენა

იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს იმის გარანტიას აძლევს, რომ ის დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. უნდა აღინიშნოს, რომ გირავნობა გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე, იპოთეკა კი უძრავი ქონების შემთხვევაშია სახეზე.

იპოთეკა  არის აქცესორული უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია არსებობდეს რაიმე ძირი ხელშეკრულება, რაზეც იქნება დაკავშირებული იპოთეკის ხელშეკრულება.

მაგალითისთვის გამოდგება სესხის ხელშეკრულება. ასეთ დროს, მსესხებელი სესხულობს გამსესხებლისგან, ამ უკანასკნელს კი სურს, ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი მოთხოვნა შესრულდება. თუ მსესხებელი თანხას არ დააბრუნებს, მაგრამ მხარეებს შორის არსებობს იპოთეკაზე შეთანხმება, გამსესხებელს შეუძლია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ანუ გაყიდვით მიიღოს ის თანხა, რაც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა.

იპოთეკა სამართლებრივი ძალის მქონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მხარეებმა, შეიძლება, მოითხოვონ იპოთეკის მოწმობის გაცემაც. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი რისი საშუალებითაც კრედიტორი მოვალეს მოსთხოვს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ან იპოთეკის საგნით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

იპოთეკის ფარგლების დადგენა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიწეროს კონკრეტულად ის უძრავი ქონება, რომელიც იტვირთება იპოთეკით, თუმცა, საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, მხარე ყურადღებით გაეცნოს არა მხოლოდ მის ზოგად შინაარსს, არამედ კონკრეტულად იპოთეკასთან დაკავშირებულ პუნქტებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები