Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვინ ითვლება მარტოხელა მამად/დედად?

ვინ ითვლება მარტოხელა მამად/დედად?


მარტოხელა მშობელი შეიძლება იყოს, მარტოხელა დედის ან/და მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე (ანუ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე) ჰყავს 18 წლის ასაკის შვილის და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული მამის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა დედად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ბავშვი შვილად და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 

შესაბამისად, კანონი  გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას,მარტოხელა დედა:

- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში; 

- არ უნდა იყოს მითითებული მამის შესახებ დაბადების მოწმობაში.

მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს  და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული დედის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა მამად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილად აყვანილი ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 

მარტოხელა მამა:

- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;

 - არ უნდა იყოს მითითებული დედის შესახებ დაბადების მოწმობაში.

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია მეორე მშობლის შესახებ ინფორმაციის დაბადების მოწმობაში შეტანა (ანუ რეგისტრაცია) 18 წლამდე ბავშვის/შვილის (შვილად აყვანილის) 18 წლის ასაკის მიღწევა და ასევე სხვა გარემოება რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობას.

 მარტოხელა მშობლის სტატუსი არ ეხება ქვრივ მშობელს.

იმ შემთხვევაში თუ: ბავშვი გახდა 18 წლის; გაშვილდა;მოძიებული იქნა მამის შესახებ ცნობები;სტატუსის მაძიებელი იმყოფება ქორწინებაში;სტატუსის მაძიებელი აღარაა საქართველოს მოქალაქე;ჩამოერთვა მშობლის უფლება;წარადგინა ყალბი დოკუმენტები და სხვა ,მარტოხელა მშობლის სტატუსი უქმდება.

განცხადების წარდგენის უფლება მარტოხელა მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად შეუძლია : სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან,  სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მინდობილ პირს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები