Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ქორწინების ბათილად ცნობის შედეგები

ქორწინების ბათილად ცნობის შედეგები


მუხლი 46. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების ბათილად ცნობა

იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.

მუხლი 47. ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობა

ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.

ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელი შეუძლია აღძრას აგრეთვე მეორე მეუღლემაც.

ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქტიურად, თუ რეგისტრირებულ პირთ სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტიურად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.

მუხლი 48. ქორწინების ბათილად ცნობის შედეგები

ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების გაფორმების დღიდან. 

ბათილად ცნობილი ქორწინება არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 111-ე –120-ე მუხლებით.

ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება ამ კოდექსის 26-ე–30-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს ამ კოდექსის 21-ე–25-ე მუხლებით გათვალისწინებული წესი.

ქორწინების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები