Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა


სხვისი უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების  კრედიტორისათვის გადაცემას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების  საფუძველზე და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. 

აღსრულების  ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის  აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი.

თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.

თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები