Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადვოკატის რჩევები უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ადვოკატის რჩევები უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით


გაუფორმებელი უძრავი ქონება ბევრჯერ გამხდარა მხარეთა შორის დავის საგანი, ამიტომ, ქონების რეგისტრაცია აუცილებელია. ეს პროცედურა მოქალაქეს უამრავი უსიამოვნებისგან იცავს, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ქონების რეგისტრაცია ძალიან გამარტივდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურ პასუხებს გაგვცემს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

კითხვა -ყველაზე ხშირად რა სახის ქონება ხდება დავის საგანი?

ადვოკატი-ყველაზე მეტი გაუგებრობა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დროს წარმოიქმნება. ჩვენს რეგიონებში ვიღაცას აქვს დარეგისტრირებული თავისი მიწის ნაკვეთი და ვიღაცას – არა. ხშირად ნახაზი შედგენილია არასწორად და ამ ნახაზზე საზღვრებიც არასწორად არის მითითებული. ასეთ დროს თავისუფლად შეიძლება, რომ რომელიმე ნაკვეთის მესაკუთრე „ჰაერში“ დარჩეს.

კითხვა-როგორ უნდა მოიქცეს მესაკუთრე, რომ ასეთ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეს?

ადვოკატი- ყველაფერი ძალიან მარტივია: საჯარო რეესტრში უნდა იყოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები და ელექტრონული ნახაზი, რაც უტყუარი საბუთია, რომ უძრავი ქონება თქვენია და კონკრეტულად ამ ადგილას მდებარეობს. თუ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია გსურთ, ის ელექტრონული ნახაზით უნდა იყოს დაზუსტებული. ამ შემთხვევაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვეღარ მოახერხებს თქვენს მიწაზე შემოჭრას და მითვისებას. ეს გამორიცხავს თქვენი ქონების რეგისტრაციას სხვა პირის მიერ. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლებელია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ნახაზი არასწორად შეადგინოს და თქვენი დაუდევრობით ისარგებლოს.

კითხვა-კანონით როგორ წყდება საკითხი, როდესაც ქონება ერთ-ერთი მემკვიდრის სახელზეა რეგისტრირებული და მას მეორე მემკვიდრე ედავება?

ადვოკატი-დავუშვათ, პირი გარდაიცვალა და მისი ქონება ერთ-ერთმა მემკვიდრემ თავის სახელზე გააფორმა, ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ქონების განაწილებისას. ამ დროს ყველა მემკვიდრის შეთანხმებაა საჭირო. თუ რომელიმე მემკვიდრე მიიჩნევს, რომ ქონებიდან წილი მასაც ეკუთვნის, შეუძლია სასამართლოს მიმართოს და გაიმარჯვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება სხვის სახელზეა რეგისტრირებული. კანონით წილი პირველი რიგის ყველა მემკვიდრეს ეკუთვნის და ამის გამო რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. შეიძლება ერთ-ერთმა მემკვიდრემ ნოტარიუსი შეცდომაში შეიყვანოს და მემკვიდრეობა თავის სახელზე დაირეგისტრიროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი და, ან ძმა საკუთრების უფლებას კარგავს. ამ დროს საქმეს სასამართლო წყვეტს.

კითხვა-თუ უძრავ ქონებას დაირეგისტრირებს ადამიანი, რომელსაც ვალები აქვს?

ადვოკატი-ამ შემთხვევაში ქონება შეიძლება მოვალეებმა დაუყადაღონ და მისი ვალების სანაცვლოდ გაყიდონ. ამიტომ, მის სახელზე ქონების დარეგისტრირება არ ღირს, სხვა შემთხვევაში კი, თქვენი ქონება აუცილებლად უნდა დაირეგისტრიროთ, მით უმეტეს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაცია საქართველოში უფასოა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები