Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როდის იცნობა ბათილად ქორწინება

როდის იცნობა ბათილად ქორწინება


სასამართლოს ძალით ქორწინება ბათილდება, როდესაც არსებობს რამდენიმე ქორწინება.

თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფიქსირდება ორი ან მეტი რეგისტრირებული ქორწინება, ასეთ დროს დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მისი ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით. პრაქტიკაში ხშირად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როცა პირები (ქმარი და ცოლი) არეგისტრირებენ ფიქციურ ქორწინებას რაიმე მიზეზით (მაგრამ მიზნად არ ისახავენ ოჯახის შექმნას) , შემდეგ არ ახსოვთ ამ ქორწინების შესახებ და წლების შემდეგ ხელახალი ქორწინების დროს თავს იჩენს ეს პრობლემა, ან არის შემთხვევბი როდესაც ერთი მხარე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და პირს ხელი ეშლება ხელახალი ქორწინების რეგისტრაციაში.

ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია ასევე: ქორწინება ისეთ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია საქორწინო ასაკამდე, ასევე ქორწინება მოხდა იძულებით. თუკი გაქვთ ასეთი პრობლემა და გსურთ განქორწინება უნდა მიმართოთ ადვოკატს, მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადვოკატი უზრუნელყოფს საქმის წარმოებას სასამართლოში. პირველ ეტაპზე ხდება სარჩელის მომზადება და სასამართლოში შეტანა. შემდეგ სასამართლო სხდმაზე თქვენი ადვოკატი დასაბუთებულად უთითებს იმ მიზეზზე, რის გამოც სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს ქორწინება.

 ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ქორწინების შედეგად დაბადებული შვილების უფლებებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები