Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში

ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში


ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, როდესაც ხორციელდება რთული სამუშაოების შესრულება.  ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში.

ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებას დაერთვის, როგორც დანართი და მისი განუყოფელი ნაწილია, მასში განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საფასური.

მყარი ხარჯთაღრიცხვით ზუსტადაა განსაზღვრული სამუშაოს საფასურის მოცულობა. მყარი ხარჯთაღრიცხვისას, საფასური არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა.

არსებობს გამონაკლისი, როცა შეიძლება მისი შემცირება/გაზრდა: მასალების, მოწყობილობების, მომსახურეობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში, სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების ოდენობის გაზრდა, ხოლო თუ შემკვეთი უარს იტყვის, მაშინ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი.

მიახლობითი ხარჯთაღრიცხვა სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს. 

თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას  მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარი შეთანხმებული საზღაური.(ხარჯთააღრიცხვით გათვალისწინებული), გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი თითეულ სიტუაციაში კონკრეტულად უნდა დადგინდეს გარემოებებიდან გამომდინარე.

მაგ: მასალის გაძვირება, მუშახელის გაძვირება, სახელმწიფო გადასახადის შემოღება და ა.შ.

ისეთი ხარჯების ზრდის შესახებ, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, სამუშაოს შემსრულებელმა უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკვეთს.

თუ შეტყობინების შედეგად, შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 

რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უმნიშვნელოდ გადაჭარბებას, იგი უნდა ანაზღაურდეს იმ პირობით, თუ შემკვეთს დროულად ეცნობა. დავის თავიდან აცილებისთვის ხარჯთაღრიცხვაში შეიძლება გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯების დასაფარი ფულადი რეზერვები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები