Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მშენებლობის ნებართვის აღება

მშენებლობის ნებართვის აღება


ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან სხვა ორგანიზებულ წარმონაქმნს, რომელიც აპირებს რაიმე ობიექტის მშენებლობას, ესაჭიროება სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადებისა და მასზე თანდართული საბუთების შეტანით.

განცხადებას უნდა დაერთოს: 

-სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

-წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება;

-ადგილობრივი მმართველობის ორგანოს არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული არქტექტურული პროექტი (სამ ეგზემპლარად); 

-საპროექტო დოკუმენტაცია (სამ ეგზემპლარად).

ნებართვის გამცემი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მასალები დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადის ხარვეზი უნდა დადგინდეს ამ ვადაში.

მშენებლობის ნებართვისთვის გადასახადს ფიზიკური თუ იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივ ბიუჯეტში, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ დაწესებული ოდენობის მიხედვით, თუ ნებართვას არ გასცემს სხვა უწყება. საკრებულოს მიერ დაწყებული სამშენებლო მოსაკრებლის ოდენობა პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - ხუთ ლარს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები