Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

თუ მოწმედ უნდა გამოცხადდეთ

თუ  მოწმედ უნდა გამოცხადდეთ


მოწმედ შეიძლება გამოძახებული იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.

მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, კერძოდ მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. 

ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მოწმე ვერ იქნება პირი :

რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

მედიატორი;

სასულიერი პირები;

წარმომადგენლები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე.

მოწმის დაკითხვა ხორციელდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაგრამ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზეც, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს.

მოწმეები  ცალ-ცალკე იკითხებიან, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა ერთმანეთზე ჩვენების მიცემისას. ასევე ისინი სხდომის დამთავრებამდე უნდა იმყოფებოდნენ დარბაზში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მათი განმეორებით დაკითხვა ან სხვა მოწმეებთან დაპირისპირება.

მოწმე აცხადებს ვინაობას,შემდეგ აცნობს სასამართლოს თუ რა იცის კონკრეტული საქმის გარემოებებზე.ბოლოს კი პასუხობს მოსამართლის თუ მხარეთა წარმომადგენლების  შეკითხვებს.

პირველად შეკითხვას სვამს ის მხარე, რომელის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე, შემდგომ მოწინააღმდეგე მხარე.შეკითხვების მიცემის რიგითობა არ ვრცელდება მოსამართლზე, მას შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს ნებისმიერ დროს, მათ შორის პირველმა.

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები