Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი


შემძენი  იქნება კეთილსინდისიერი,როცა იგი მფლობელობას იძენს მართლზომიერად.ხოლო თუკი ნივთის შეძენა მოხდება არამართლზომიერად,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ შემძენი არაკეთილსინდისიერია…ამ შემთხვევაში შეფასების საგანია მფლობელის დამოკიდებულება მფლობელობის საფუძველთა ხარვეზიანობის მიმართ. თუკი პირს ვერ მოვთხოვთ,გაეცნობიერებინა მფლობელობის ხარვეზიანობა,ურთიერთობის არსებული დეფექტები,მაშინ პირი იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი,ხოლო თუ  მფლობელს მოეთხოვებოდა დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა,იგი არაკეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვლება. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცავს კეთილსინდისიერ მფლობელს და მისთვის ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია 3 წლის განმავლობაში ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება  მოსთხოვოს. ეს წესი გამოიყენება მაშინ,როცა ახალ მფლობელს აქვეს მფლობელობის უკეთესი უფლება.მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც,თუ მან ნივთი მოიპოვა ძალადობით ან მოტყუების გზით,ხოლო თუკი კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი,მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში,მაშინ მას,მსგავსად მესაკუთრისა,შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებია. ეს წესი გამოიყენება მაშინაც,როცა შეუძლია ხელის შეშლის აღკვეთა.

რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ მფლობელს,არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი,ასევე მიღებული სარგებელი,ნივთის ან უფლების ნაყოფი.მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი,რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო.ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ  მოითხოვოს,თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები