Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როდის უნდა წარვადგინოთ შესაგებელი

როდის უნდა წარვადგინოთ შესაგებელი


შესაძლებელია, თქვენ ან თქვენს ახლობელს (ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს, მეგობარს და ა,შ.) ჩაგბარდეთ სარჩელი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოინიშნოთ (სასურველია, თავად კონვერტზეც, რომელშც მოთავსებულია სარჩელი), სარჩელის ჩაბარების თარიღი და დრო.

დაუყოვნებლივ უნდა გაეცნოთ სარჩელს და მასზე თანდართულ დოკუმენტებს. სარჩელის ჩაბარების მომენტიდან თქვენ, როგორც წესი, გაქვთ რამდენიმე დღე, რათა შეადგინოთ შესაგებელი და წარუდგინოთ იგი სასამართლოს და მოსარჩელეს/მოსარჩელეებს. შესაძლებელია, რომ სარჩელის მიღებისთანავე თქვენ წარმოგეშვათ მოსამართლესთან ან ზემდგომ სასამართლოში რაიმე სახის საჩივრის ან კერძო საჩივრის წარდგენის უფლება. რომელიმე ამგვარი საპროცესო უფლების ვადის უშედეგოდ გასვლის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, რომ სარჩელზე პასუხის შედგენის მიზნით დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ადვოკატს/ადვოკატებს.

ადვოკატთან დაკავშირება სასურველია მოხდეს სარჩელის ჩაბარების დღესვე, მასვე უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ დროულად მოამზადოს შესაბამისი შესაგებელი და განახორციელოს სხვა საპროცესო მოქმედებები.

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის მიმღები არ მოახდენს სარჩელზე დროულ რეაგირებას, შესაძლებელია, რომ მის მიმართ მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მას, როგორც მოპასუხეს, დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა ან დაევალოს სარჩელით მოთხოვნილი ქმედების განხორციელება.

ამრიგად, სარჩელის მიმღები პირი ვალდებულია, მიიღოს წინდახედულების გონივრული ზომები იმისთვის, რომ სარჩელის მიმართ განხორციელდეს ადექვატური და დროული რეაგირება.

მოპასუხე ვალდებულია სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი).

შესაგებელი არის პასუხი სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, რომელიც იგზავნება კანონით დადგენილი ფორმით.

შესაგებლის წარდგენის ვადას განსაზღვრავს სასამართლო.სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამიტომაც ყოველთვის მნიშვნელოვანია შესაგებლის წარდგენა, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები