Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იჯარის ხელშეკრულება

იჯარის ხელშეკრულება


იჯარა არის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში. მეიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა გადაცემული ქონებიდან, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს დათქმული საიჯარო ქირა.

საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

მეიჯარე წარმოადგენს ქონების გამცემ პირს, იგი ძირითადად ქონების მესაკითრეა. მეიჯარის ამპლუაში შეიძლება, აგრეთვე, იყოს მესაკუთრის უფლებამოსილი პირი. მოიჯარე არის ქონების მიმღები, რომელმაც წესით უნდა განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა ნივთზე. ნიშანდობლივია, რომ ორივე შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.

მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი.

იჯარის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, უძრავი (გარდა მოხმარებადი და გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთებისა), ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეეთები.

იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები