Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ადევნება იგივე სტოლკინგი

ადევნება იგივე სტოლკინგი


ტერმინმა "ადევნება" იგივე "სტოლკინგი" სამართლებრივი დატვირთვა მე-20 საუკუნის ბოლოდან შეიძინა. ამ პერიოდის ამერიკაში გახშირდა ყოფილი ქმრების და თაყვანისმცემლების მიერ ქალების მკვლელობა.

დამნაშავეებს ახასიათებთ მსხვერპლის თვალთვალი,ადევნება,კონტროლი და ა.შ. რაც იწვევს ქალთა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვაში ყოფნას. 

ამ დროისთვის, არანაკლებ 21 ქვეყანაში არსებობს ადევნების საწინააღმდეგო სისხლის სამართლის ნორმები. 

ადევნების დეფინიციას ქართული სისხლის სამართლის კოდექსის 1511_ე მუხლი განსაზღვრავს. ამ მუხლის 1 ნაწილის მიხედვით: ,,პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის“.

 ამ მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ხერხებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ქმედების ჩადენა, ესენია: უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია (ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით), ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება. აუცილებელია, რომ აღნიშნული ქმედება სისტემატურად ხორციელდებოდეს. ადევნება მატერიალაურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. 1511  მუხლი რამდენიმე ალტერნატიული შედეგის დადგომას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს. კერძოდ, შედეგის მიხედვით დამნაშავის ქმედება უნდა იწვევდეს: ,,პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის”.

მთავარი გამოსავალი ადევნების აღსაკვეთათ არის დროული და ეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან.  დროული და ეფექტური მექანიზმების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ტრაგიკულ შედეგებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები